🤖🔬 RoboStar-ის დღევანდელი შეხვედრა — ქაღალდის საიდუმლო! 📄🪗
დღევანდელ კლუბურ შეხვედრაზე ჩვენი პატარა ინჟინრები საინტერესო ექსპერიმენტში ჩაერთნენ და ერთი შეხედვით ჩვეულებრივი თაბახის ფურცლის საიდუმლო ამოხსნეს! 🚀
🔎 ჩვენი საკვლევი კითხვა: შეუძლია თუ არა ჩვეულებრივ ქაღალდს ნივთის გაჩერება ორ მაგიდას შორის ისე, რომ არ ჩაიღუნოს?
🧰 რა დაგვჭირდა ექსპერიმენტისთვის?
- თაბახის (A4) ფურცლები;
ორი მაგიდა, რომელთა შორის მანძილიც 20 სმ იყო;
სახაზავი მანძილის გასაზომად;
პატარა ხილი ან სხვა მსუბუქი ნივთი, რომლის მოთავსებაც ფურცელზე შეიძლებოდა.
📏 მოსწავლეებმა სახაზავის დახმარებით გაზომეს მაგიდებს შორის მანძილი და ექსპერიმენტისთვის სამუშაო სივრცე მოამზადეს.
📄 თავდაპირველად ბრტყელი ფურცელი გამოსცადეს და დააკვირდნენ, როგორ მოქმედებდა ნივთის სიმძიმე ქაღალდზე.
🪗 შემდეგ ფურცელი მარაოსავით, ზიგზაგურად დაკეცეს და ექსპერიმენტი გაიმეორეს.
💡 რატომ ხდება ასე? მარტივი ენით გავარკვიეთ, რომ ფურცლის ფორმის შეცვლა მას უფრო ხისტს ხდის, ნაკეცები კი დატვირთვის გადანაწილებაში ეხმარება. შედეგად, დაკეცილი ფურცელი ნაკლებად იხრება და ნივთის გაჩერებას უკეთ ახერხებს.
🧠 ექსპერიმენტის ბოლოს შევაჯამეთ შედეგები და მოსწავლეებმა უპასუხეს შეკითხვებს. ზოგიერთმა გუნდმა სიმყარის გასაზრდელად სამი ფურცელიც გამოიყენა, სხვებმა კი დავალებას ერთი დაკეცილი ფურცლით წარმატებით გაართვეს თავი.🏆 შეხვედრა გუნდებს შორის საინტერესო შეჯიბრით დასრულდა — გამოვლინდნენ გამარჯვებული გუნდები!
✨ დღევანდელმა აქტივობამ კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ სწავლა განსაკუთრებით საინტერესოა მაშინ, როცა ბავშვები თავად იკვლევენ, ცდიან, ადარებენ შედეგებს, თანამშრომლობენ და საკუთარ აღმოჩენებამდე მიდიან.




კომენტარები არ არის:
კომენტარის გამოქვეყნება